Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში

საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში

საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შოთა გეწაძე

საელჩოს შესახებ

საკონსულო განყოფილება

სიახლეები

2026 წლის 28 მაისს, ბერნში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

2026 წლის 28 მაისს, ბერნში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრნენ შვეიცარიის ფედერალური უწყებების, შვეიცარიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, შოთა გეწაძემ სიტყვით მიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს  „ჩემი ქართული სკოლა“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

2026 წლის 6 მაისს, საქართველოს ელჩი შოთა გეწაძე სიტყვით გამოვიდა ქალაქ ბერნში, ჟენევის ნეიტრალიტეტის ცენტრის მიერ გამართულ კონფერენციაზე.

2026 წლის 6 მაისს, საქართველოს ელჩი შოთა გეწაძე სიტყვით გამოვიდა ქალაქ ბერნში, ჟენევის ნეიტრალიტეტის ცენტრის მიერ გამართულ კონფერენციაზე.

კონფერენციაზე განხილული იქნა მიმდინარე აქტუალური თემები, მათ შორის, ნეიტრალიტეტის გაგება დღევანდელ საერთაშორისო გარემოში, ენერგეტიკული უსაფრთხოება, რეგიონში არსებული ვითარება, კონფლიქტები.

2026 წლის 4 მაისს, საქართველოს ელჩი შოთა გეწაძე ქალაქ ბერნის მერს, მარიეკე კრუიტს შეხვდა.

2026 წლის 4 მაისს, საქართველოს ელჩი შოთა გეწაძე ქალაქ ბერნის მერს, მარიეკე კრუიტს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა ბერნის და თბილისის მერიებს შორის თანამშრომლობის საკითხებს სხვადასხვა მიმართულებით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“. კონკურსის მიზანია ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციას ეწვია

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციას ეწვია

2026 წლის 17-20 მარტს, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში. ვიზიტის ფარგლებში, ჩატარდა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს შორის