საქართველოს ელჩმა შოთა გეწაძემ მონაწილეობა მიიღო World Economic Forum-ის Global Shapers Community-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ქსელური დაკავშირებადობის თემაზე.
2026 წლის 4 ნოემბერს, ბერნში, საქართველოს ელჩმა შოთა გეწაძემ მონაწილეობა მიიღო World Economic Forum-ის Global Shapers Community-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ქსელური დაკავშირებადობის თემაზე.
გამოსვლაში ელჩმა ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ძირითად მახასიათებლებზე, გამოწვევებსა და რეგიონული დაკავშირებადობის შესაძლებლობებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებზე, ასევე რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ენერგოუსაფრთხოებაზე.
