მოქალაქეთა მიღების განრიგი
მოქალაქეთა მიღება საელჩოს საკონსულო სამსახურში წარმოებს ყოველ სამუშაო დღეს, გარდა პარასკევისა, 09:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკონსულო მომსახურების მიღების მიზნით, სავალდებულოა ვიზიტის წინასწარი რეგისტრაცია შემდეგი ვებ-გვერდის მეშვეობით: www.geoconsul.gov.ge
ამავე ვებგვერდის მეშვეობით შესაძლებელია მიიღოთ დეტალური ინფორმაცია საკონსულო მომსახურების სახეობების, წარსადგენი დოკუმენტების, ტარიფების, შეღავათების შესახებ. ასევე, შეგიძლიათ გაეცნოთ სასარგებლო ინფორმაციას შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში მგზავრობასთან დაკავშირებით.
დამატებითი სატელეფონო კონსულტაციისათვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +41 31 351 58 61, ხოლო სასწრაფო გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, როგორიცაა ბუნებრივი კატაკლიზმები, ტრეფიკინგი, სხვა კრიზისული და ფორს-მაჟორული სიტუაცია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე +41 79 918 83 98.
სასარგებლო კონტაქტები:
მნიშვნელოვანი საკონტაქტო ნომრები გადაუდებელი შემთხვევებისთვის შვეიცარიაში:
117 - პოლიცია
118 - სახანძრო
144 - სასწრაფო დახმარება
0800 117 117 - SBB-ს სატრანსპორტო პოლიცია