გამოცხადდა კონკურსი „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ 2024 წლის პროგრამის მონაწილეების შესარჩევად
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, საგრანტო პროგრამას 2018 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული ქმედებებისა და ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, აგრეთვე დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის გაზრდისა და საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების ხელშეწყობის თვალსაზრისით, საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნა, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება.