Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩის შეხვედრამ ლოზანის ტექნოლოგიების ფედერალურ ინსტიტუტში (EPFL) კიდევ ერთხელ დაადასტურა აღნიშნულ დარგში თანამშრომლობის მნიშვნელობა

2023 წლის 17 მარტს,შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ შეხვედრა გამართა ლოზანის ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტის (EPFL) პრეზიდენტთან პროფესორ მარტინ ვეტერლისთან და ინსტიტუტის საგარეო საქმეთა მიმართულების ჯგუფთან.

მხარეებმა ისაუბრეს ინსტიტუტის ბაზაზე არსებულ ლაბორატორიებში მიმდინარე ინოვაციურ პროექტებზე, მათი იმპლემენტაციის პროცესზე და ამ კონტექსტში საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში Horizon Europe ოფისის გახსნის მნიშვნელობა. განხილულ იქნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან EPFL-ის თანამშრომლობის შესაძლებლობები, აგრეთვე ბერნში საქართველოს საელჩოსა და ინსტიტუტის ერთობლივ ღონისძიებათა ორგანიზების გეგმები.