საქართველოს ელჩი მშვიდობისა და დიალოგის ინსტიტუტის დირექტორს შეხვდა
2023 წლის 20 თებერვალს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ შეხვედრა გამართა მშვიდობისა და დიალოგის ინსტიტუტის (IPD) დირექტორთან ფახრინურ ჰუსეინლისთან.
შეხვედრაზე განხილული იქნა უსაფრთხოების გამოწვევები სამხრეთ კავკასიასა და ევროპის კონტინენტზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა, ასევე მნიშვნელოვანი რეგიონული და საერთაშორისო პროექტები.
მიღწეულ იქნა შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობისა და კონკრეტული ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მშვიდობისა და დიალოგის ინსტიტუტი ახორციელებს საერთაშორისო კვლევით და სასწავლო პროექტებს მშვიდობის, კონფლიქტების ტრანსფორმაციის, მედიაციის, უსაფრთხოების, კულტურათა შორისი დიალოგის, ადამიანის უფლებების სფეროებში.