Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში

საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციას ეწვია

2026 წლის 17-20 მარტს, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში.

ვიზიტის ფარგლებში, ჩატარდა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს შორის.  

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და დარგობრივ სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აქტიური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს. მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ურთულეს გარემოზე. გიორგი ზურაბაშვილმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ასევე, რუსეთის ფედერაციასთან მედიატორის როლისთვის.  

ვიზიტის ფარგლებში,  გაიმართა მინისტრის პირველი მოადგილის შეხვედრები შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე, შვეიცარიის საწარმოთა გაერთიანების ხელმძღვანელობასთან.