Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ორშაბათს, 25 სექტემბერს ბერნის უნივერსიტეტში გაიხსნება ინტერდისციპლინარული სალექციო კურსი "საქართველო დასაბამიდან შუა საუკუნეებამდე".

გასული წლის მსგავსად, 2023 წლის 25 სექტემბრიდან, ბერნის უნივერსიტეტში კვლავ ჩატარდება ქართველური სწავლების სემესტრი, ამჯერად სახელწოდებით "საქართველო დასაბამიდან შუა საუკუნეებამდე".
 
ეს გახლავთ შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს, ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტების ჰუმანიტარული ფაკულტეტების ერთობლივი უნიკალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქართველი და უცხოელი პროფესორები და დოცენტები წაიკითხავენ ლექციებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, ხელოვნების, ქართული ენისა და დამწერლობის, ქართული გალობის, ფოლკლორისა და მრავალხმიანობის შესახებ.
 
სალექციო კურსი განკუთვნილია სტუდენტებისათვის და მეცნიერებისათვის, ასევე მსმენელთათვის, რომელნიც დაინტერესებულნი არიან ქართველური სწავლებით. კურსი ჩატარდება ყოველ ორშაბათს, 2023 წლის 25 სექტემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, 14:15-15:45 საათზე.
 
სალექციო კურსს გახსნის შვეიცარიის კონფედერაციაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე. პირველი ლექციის თემა გახლავთ სალექციო კურსის შესავალი და მიმოხილვა, რომელსაც წაიკითხავს ბერნის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი მანუელა შტუდერ-კარლენი.
დასაწყისი: 14:15 სთ.
 
მისამართი: ბერნის უნივერსიტეტი, UniS, Schanzeneckstrasse 1, 3012 Bern, აუდიტორია A-122.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ: https://www.ksl.unibe.ch/KSL/kurzansicht?0&stammNr=485439...