Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში

საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში

ყოველწლიური საახალწლო მიღება შვეიცარიის კონფედერაციის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, გი პარმელანთან

 
2026 წლის 14 იანვარს, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის, გი პარმელანის სახელით ქ. ბერნში, ფედერალურ სასახლეში, გაიმართა ტრადიციული საახალწლო მიღება შვეიცარიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისთვის.
 
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ერთად სტუმრებს მიესალმა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იგნაციო კასისი. ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრნენ შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, შოთა გეწაძე და საელჩოს მრჩეველი, იმედი ალშიბაია.