Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში

საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში

2026 წლის 21 ოქტომბერს, ელჩმა შოთა გეწაძემ შეხვედრა გამართა მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union) პროგრამის მენეჯერთან, მარიო გონსალეს-მონტიელთან და მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) საქართველოს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელთან, ქეთევან ალექსიძესთან.

2026 წლის 21 ოქტომბერს, ელჩმა შოთა გეწაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union) პროგრამის მენეჯერთან ევროპისა და დსთ-ის რეგიონში, მარიო გონსალეს-მონტიელთან და მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) საქართველოს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელთან, ქეთევან ალექსიძესთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა თბილისის მსოფლიო საფოსტო კავშირის რეგიონული ოფისის მნიშვნელობა და ფუნქციები. ორგანიზაციის თბილისის რეგიონული ოფისი ევროპისა და დსთ-ის რეგიონში 52 ქვეყანას ფარავს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მოცემულ კონტექსტში არსებულ გამოწვევებს, ასევე 2026–2029 წლების ევროპისა და დსთ-ის რეგიონული განვითარების გეგმის ფარგლებში შემუშავებულ პროექტებსა და დასახულ მიზნებს, რომელთა განხორციელებაში საქართველოს მნიშნელოვანი როლი აკისრია.

აღსანიშნავია, რომ საქართველო 2026–2029 წლების ციკლში მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) საფოსტო ოპერაციების საბჭოს (POC) წევრია.