საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, შოთა გეწაძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც ქალაქ ლუცერნში გაიმართა
2025 წლის 26 და 27 ნოემბერს, შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შოთა გეწაძემ, მონაწილეობა მიიღო ევროპის ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც გაიმართა ქალაქ ლუცერნში.
ღონისძიებაზე განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის გეოპოლიტიკური დამოკიდებულებები, მათ შორის სატვირთო გადაზიდვებთან დაკავშირებული და საბაჟო კონფლიქტები, ტექნოლოგიური ჩამორჩენის დაძლევის მექანიზმები, მიგრაციისა და კლიმატური კრიზისის მიერ შექმნილი გამოწვევები, ევროპის სტაბილურობის, სუვერენიტეტისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების აუცილებლობა.
ფორუმში მონაწილეობდნენ შვეიცარელი პოლიტიკოსები, შვეიცარული და სხვა ევროპული ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, შვეიცარიაში აკრედიტებული ელჩები.

