Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

ბერნის უნივერსიტეტში გრძელდება ინტერდისციპლინარული სალექციო კურსი „საქართველო დასაბამიდან შუა საუკუნეებამდე“

ორშაბათს, 30 ოქტომბერს ბერნის უნივერსიტეტში გაიმართება ქართველური სწავლების სემესტრის „საქართველო დასაბამიდან შუა საუკუნეებამდე“ მე-6 ლექცია, რომელიც მიეძღვნება არქეოლოგიას. ლექციის თემა გახლავთ „დმანისის ჰომინინები: ქცევა, ცხოვრების წესი და სიკვდილი“, რომელსაც წაიკითხავს ქართველი არქეოლოგი, ციურიხის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ანი მარგველაშვილი.
 
სალექციო კურსი განკუთვნილია სტუდენტებისათვის, მეცნიერებისათვის და ასევე თავისუფალი მსმენელებისათვის, რომელნიც დაინტერესებულნი არიან ქართველური სწავლებით.
 
ინტერდისციპლინარული კურსი გახლავთ შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს, ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტების ჰუმანიტარული ფაკულტეტების ერთობლივი უნიკალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქართველი და უცხოელი პროფესორები და დოცენტები კითხულობენ ლექციებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, ხელოვნების, ქართული ენისა და დამწერლობის, ქართული გალობის, ფოლკლორისა და მრავალხმიანობის შესახებ.
 
დასაწყისი: 14:15 საათი.
მისამართი: UniS, Schanzeneckstrasse 1, 3012 Bern, აუდიტორია A-122.