საქართველოს ელჩმა, შოთა გეწაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ორგანიზაცია „გლობალური ლიდერობა ჟენევა-ბერნის“ დირექტორთან, თომას ცინდელთან.
2025 წლის 19 დეკემბერს, შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, შოთა გეწაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ორგანიზაცია „გლობალური ლიდერობა ჟენევა-ბერნის“ დირექტორთან თომას ცინდელთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და შვეიცარიაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებს, დიპლომატიურ კორპუსში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს.
“გლობალური ლიდერობა ჟენევა-ბერნი“ არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც შვეიცარიასა და მის ფარგლებს გარეთ, ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობის და სხვა მიმართულებებით კონსულტაციების, ღონისძიებებისა და კონფერენციების ჩატარებას ისახავს მიზნად.

