შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა ქართული დიასპორისა და ბაზელში არსებული ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეების ბეიელერის ფონდის მუზეუმში სტუმრობა.
2023 წლის 28 ნოემბერს, შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა ქართული დიასპორისა და ბაზელში არსებული ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეების ბეიელერის ფონდის მუზეუმში სტუმრობა.
ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და საკვირაო სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა. ამასთან, ბეიელერის ფონდის ხელშეწყობით, მოსწავლეებისათვის ორგანიზებულ იქნა გასართობ-შემეცნებითი Workshop-ები.
შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩმა რევაზ ლომინაძემ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მიულოცა გამოჩენილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ მუზეუმში გამოფენის ფაქტი და ქართული ხელოვნების, კულტურისა და იდენტობის კიდევ მეტი მასშტაბით ღირსეულად წარმოჩენა.