Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პარლამენტების ევროინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და წარმომადგენლებთან ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან და მონტენეგროდან, რომლებიც თბილისში ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პირველი საპარლამენტთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებსა და ძალისხმევაზე ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სტუმრებს გაუზიარა ინფორმაცია ევროინტეგრაციის კონტექსტში საქართველოს პროგრესზე. აღინიშნა, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოს შემდეგი პრიორიტეტი უკვე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაა, რაზეც ქვეყანა აქტიურად მუშაობს, მათ შორის, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯების განხორციელების გზით. ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის კუთხით ბალკანეთის ქვეყნებთან სამთავრობო დონეზე არსებული პარტნიორული ურთიერთობების  მნიშვნელობას.

თავის მხრივ, სტუმრებმა ისაუბრეს თავიანთი ქვეყნების გამოცდილებებზე, განსაკუთრებით, ევროინტეგრაციის პროცესში ეროვნული პარლამენტების როლზე. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის უკვე არსებულ დინამიკას, რომლებიც სულ უფრო მზარდი და ინტენსიური ხდება.

ბალკანეთის რეგიონის  ქვეყნებთან ევროინტეგრაციის საკითხზე თანამშრომლობის გაძლიერება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.