საქართველოს ელჩი შოთა გეწაძე შვეიცარიის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრს, ფაბიან მოლინას შეხვდა
2026 წლის 5 მარტს, საქართველოს ელჩი შოთა გეწაძე შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ სასახლეში შეხვდა შვეიცარიის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრს, ფაბიან მოლინას.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და შვეიცარიაში მიმდინარე აქტუალური მოვლენები და თანამშრომლობის განვითარების შესაძლო მიმართულებები. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, უსაფრთხოების გარემოს, საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას, საქართველოს მონაწილეობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და მისი მუშაობის ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერას
