საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი “აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში” მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი “აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში” მონაწილეობს, რომელიც ქ. ბრიუსელში მ.წ. 12 დეკემბერს ტარდება.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ევრონესტის თანათავმჯდომარეები.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს. მინისტრი თავის გამოსვლაში  ყურადღებას გაამახვილებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლბებზე; ასევე ისაუბრებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ქვეყნის მიერ განხორციელებულ ძალისხმევაზე, მათ შორის 12 პრიორიტეტის შესრულებაზე; ის ასევე ყურადღებას გაამახვილებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში საქართველოსთვის შემუშავებული საფლაგმანო პროექტების განხორციელების ეკონომიკურ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელთან; სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, ოლივერ ვარჰეისთან და კოლეგა მინისტრებთან.

Occupied Territories of Georgia

COVID19

eVISA portal