საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართულ საკვირაო სკოლას ქ. ბაზელის საჯარო სკოლის შენობაში სრულიად უსასყიდლოდ ფუნქციონირების უფლება 4 წლის ვადით გაუგრძელდა

2022 წლის 15 ნოემბერს შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე ქ. ბაზელს ეწვია, სადაც ბაზელ-შტადტის კანტონის განათლების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ბაზელში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლის "ნაკადული" ამ ქალაქის საჯარო სკოლის შენობაში ფუნქციონირების ნებართვის საკითხი და, ზოგადად, სკოლასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.

შვეიცარულმა მხარემ საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობა და ბაზელის ქართული საკვირაო სკოლის მუშაობა უაღრესად დადებითად შეაფასა. დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ორგანიზაციისადმი დაქვემდებარებული სასწავლებლის შენობაში ქართული საკვირაო სკოლის სრულიად უსასყიდლოდ ფუნქციონირების უფლება 4 წლის ვადით გაეგრძელებინა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს მონაწილეობით, გაფორმდა შესაბამისი დოკუმენტები.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სახის ღონისძიებებისა და პროექტების ერთობლივ განხორციელებაზე.


Occupied Territories of Georgia

COVID19

eVISA portal