საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბერნის უნივერსიტეტში გრძელდება ინტერდისციპლინარული სალექციო კურსი „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“ - მე-11 ლექცია

2022 წლის 5 დეკემბერს ბერნის უნივერსიტეტში გაიმართა ქართული სწავლების ინტერდისციპლინარული კურსის - „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“ - მე-11 ლექცია, რომელიც მიეძღვნა შუა საუკუნეების ქართულ მონუმენტურ ფერწერასა და ხატწერას.

ლექციას უძღვებოდა ბერნის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი მანუელა შტუდერ-კარლენი. შვეიცარელმა პროფესორმა სტუდენტებს გააცნო ქართული ფრესკებისა და ხატების უმნიშვნელოვანესი დაგამორჩეული ნიმუშები. მან ისაუბრა ისეთ ძეგლებზე, როგორიცაა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ატენის სიონი, ვარძიის ღვთისმშობლის ამაღლების ტაძარი, გელათის ღვთისმშობლის ტაძარი, ყინწვისი, ტიმოთეს უბანი, უბისი, ზარზმა და წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესია.

ინტერდისციპლინარული კურსი გახლავთ შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს, ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტების ჰუმანიტარული ფაკულტეტების ერთობლივი უნიკალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქართველი და უცხოელი პროფესორები კითხულობენ ლექციებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, ქართული ენისა და დამწერლობის შესახებ.

მომდევნო ლექცია ჩატარდება ორშაბათს, 12 დეკემბერს, 14:15 საათზე, ბერნის უნვერსიტეტში, 023-ე აუდიტორიაში, მისამართზე: Unitobler, Lerchenweg 16, 3012 Bern. ლექციის თემა გახლავთ "შუა საუკუნეების საქართველოს მთარგმნელობითი ტრადიცია", რომელსაც წაიკითხავს ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტების დოცენტი, ენათმეცნიერი, დოქტორი მანანა ტოფაძე-გოიმანი.

Occupied Territories of Georgia

COVID19

eVISA portal