საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბერნში საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიის მემორიალური დაფა გაიხსნა

2022 წლის 11 ივლისს ბერნში გაიხსნა შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიის მემორიალური დაფა.

მემორიალი გახსნეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, ბერნის მერმა ალეკ ფონ გრაფენრიდმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ. დაფა განთავსდა შენობაზე, სადაც 1918-1920 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა და საქართველოს პრესის ბიურო მდებარეობდა.

მიმდინარე წლამდე უცნობი იყო შვეიცარიაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი დიპლომატიური მისიის შენობის ზუსტი ადგილსამყოფელი. შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის (სამინისტროს) დახმარებით, დიპლომატიურ არქივში მოპოვებულ იქნა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ბერნში (მისამართზე - ბერნი, Thunstrasse 2, 3005 CH-Bern) 1918-1920 წლებში განთავსებული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა და ბერნში საქართველოს პრესის ბიურო.

ღონისძიება მიეძღვნა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს.

2022 წლის 12 ივლისი

Occupied Territories of Georgia

COVID19

eVISA portal