საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში შვეიცარიის კონფედერაციის საპარლამენტო დელეგაციის პრეზიდენტს შეხვდა

2022 წლის  8 მარტს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში რევაზ ლომინაძე შეხვდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში შვეიცარიის კონფედერაციის საპარლამენტო დელეგაციის პრეზიდენტს ანდრეას ების.

მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რუსეთის მხრიდან განხორციელებულ სამხედრო აგრესიასა და შედეგად უსაფრთხოების  თვალსაზრისით რეგიონში შექმნილ ვითარებაზე.

ელჩმა ბატონ ების მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების  მიერ უკრაინის მიმართ გამოხატული მყარი და მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერის შესახებ, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის ეუთოში, საქართველოს აქტიური პოზიციონირების თაობაზე. ისაუბრეს საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის გაწეული ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული დახმარების შესახებაც.

საქართველოს ელჩმა შვეიცარელ დეპუტატს გაუზიარა ინფორმაცია ევროკავშირის სამი ასოცირებული პარტნიორის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის განაცხადის გაკეთებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების გადაწყვეტილების შესახებ განცხადების უკვე ევროკომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღინიშნა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების სასიცოცხლო მნიშვნელობა.

ყურადღება გამახვილდა ეუთოს მნიშვნელოვან როლზე მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში, სადაც  შვეიცარიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა  კიდევ ერთხელ ცალსახად დააფიქსირეს საქართველოსა და შვეიცარიის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

Occupied Territories of Georgia

COVID19

eVISA portal