საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის ბიოგრაფია
მისასალმებელი სიტყვა
საელჩოს სტრუქტურა
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
e-Visa
ინფორმაცია სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტებისთვის
მისამართი და მიღების საათები
მოქალაქეთა მიღების განრიგი
ტეფიკინგთან ბრძოლა
კოვიდ 19-თან დაკავშირებული რეგულაციები
ორმხრივი ურთიერთობები
ორმხრივი ურთიერთობები შვეიცარიის კონფედერაციასთან
ორმხრივი ურთიერთობები ლიხშტენშტაინის სამთავროსთან
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
დავით ზალკალიანმა ჯოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბარი გამართა
2022 წლის 26 თებერვალს, გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელის შორის.
სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღინიშნა ევროკავშირის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ის განსაკუთრებული ყურადღება რაც ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების მხრიდან გამახვილებულია პარტნიორ საქართველოზე, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე.
მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან გაიცვალა ინფორმაცია ევროკავშირის მხრიდან რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევის საპასუხოდ გატარებული ზომების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველო იზიარებს და მხარს უჭერს ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ პოლიტიკურ განცხადებებს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მხარეებმა ხაზი გაუსვეს უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის მყისიერად დასრულების აუცილებლობას და ამისათვის ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენების აუცილებლობას.
მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციაზე და იმ მძიმე შედეგებზე, რომელსაც საქართველო დღემდე განიცდის საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციის და ადგილზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს გამო.
Tweet
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი