საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბერნის უნივერსიტეტში გრძელდება ინტერდისციპლინარული სალექციო კურსი „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“ - მე-9 ლექცია

2022 წლის 21 ნოემბერს ბერნის უნივერსიტეტში გაიმართა ქართული სწავლების ინტერდისციპლინარული კურსის - „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“ - მე-9 ლექცია, რომელიც მიეძღვნა მონასტრული ცხოვრების კულტურას საქართველოში.

ლექციას უძღვებოდა ფრიბურგის უნივერსტიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი ფრანც მალი. მან ისაუბრა პირველი ქართული მონასტრების შესახებ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ პალესტინასა და ანტიოქიაში.

ლექციას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში რევაზ ლომინაძე.

ინტერდისციპლინარული კურსი გახლავთ შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს, ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტების ჰუმანიტარული ფაკულტეტების ერთობლივი უნიკალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქართველი და უცხოელი პროფესორები კითხულობენ ლექციებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, ქართული ენისა და დამწერლობის შესახებ.

შემდეგი ლექცია ჩატარდება ორშაბათს, 28 ნოემბერს, 14:15 საათზე, ბერნის უნვერსიტეტში, 023-ე აუდიტორიაში მისამართზე: Unitobler, Lerchenweg 16, 3012 Bern. ლექციის თემა გახლავთ "შუა საუკუნეების მთარგმნელობითი ტრადიცია", რომელსაც წაიკითხავს ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტების დოცენტი, დოქტორი მანანა ტოფაძე-გოიმანი.