Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

1 ნოემბერს ბეიელერის მუზეუმში, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენის ფარგლებში გაიმართება ლექცია და დისკუსია სახელწოდებით "1900-იანი წლების ქართული ხელოვნება"

ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი ნინო ჭოღოშვილი თავის მოხსენებაში ისაუბრებს ფიროსმანის შემოქმედებაზე და მისი ეპოქის ქართულ ხელოვნებაზე.
 
ამასთან, ხელოვნებათმცოდნე ირინე ჯორჯაძე გამოფენის მოწვეულ კურატორთან, დანიელ ბაუმანთან ერთად ისაუბრებს ქართული მოდერნიზმის განვითარებასა და მნიშვნელობაზე, ნიკო ფიროსმანსა და ბეიელერის მუზეუმის მიერ მისი ნამუშევრების გამოფენაზე.
 
ღონისძიება ტარდება ელენე ჩეჩელაშვილთან და ციურიხში არსებულ ასოციაციასთან „ქართული კულტურის პლატფორმა” თანამშრომლობით.
 
ლექცია ჩატარდება გერმანულ ენაზე.
დასაწყისი: 18:30 საათი.
ბილეთის ღირებულება მოიცავს მუზეუმში შესვლის საფასურსაც.
 
დეტალები და ბილეთები:
 
ქართული კულტურული პლატფორმა: