აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ჯემალ გამახარია ექსპერტთა ჯგუფთან ერთად ბერნს ეწვია.
2023 წლის 20-22 სექტემბერს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ჯემალ გამახარია, საბჭოს დელეგაციასთან, ექსპერტთა ჯგუფთან ერთად, სქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბერნის კანტონს ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი ვასილ გონაშვილი, უზენაესი საბჭოს კაბინეტის ხელმძღვანელი ნოდარ თოფურიძე და უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი გვასალია.
გამორჩეულად საინტერესო, მრავლისმომცველი და ეფექტიანი იყო ინფორმაციის გაზიარების, პრეზენტაციების პროცესი, საელჩოს ინიციატივით, ბერნში ჩატარებული შეხვედრებისას.