საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ბუქარესტში გამართული ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შესახებ

ქართული მხარისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია  ნატო-ს ბუქარესტის საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობა. ბუქარესტის შეხვედრა არის  ნატო-საქართველოს შორის მიმდინარე მაღალი დონის პოლიტიკური და სტრატეგიული დიალოგის  გაგრძელება, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით.

საქართველო მიესალმება მინისტერიალის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მინისტერიალის განცხადებაში ალიანსმა შესაბამისი ყურადღება დაუთმო ღია კარის პოლიტიკის ასახვას და ამ კონტექსტში კვლავ დაადასტურა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. საქართველო უაღრესად აფასებს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბუქარესტის მინისტერიალის მიერ მიღებულ იქნა ქმედითი გადაწყვეტილებები, მადრიდის სამიტზე დამტკიცებული, საქართველოზე მორგებული დახმარების პაკეტის განხორციელების მიმართულებით. აღნიშნული პაკეტის მთავარი მიზანია საქართველოს თავსებადობის, თავდაცვითი შესაძლებლობების და მედეგობის განმტკიცება.

ქართული მხარე მოხარულია, რომ მინისტერიალს მოწვეული ქვეყნების სტატუსით ესწრებოდნენ ფინეთი და შვედეთი, მათი გაწევრიანება კიდევ უფრო გააფართოებს უსაფრთხოების არეალს  ევრო-ატლანტიკურ სივრცეში.
ქართული მხარე მიესალმება მინისტერიალის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების განმტკიცების, ისევე როგორც პარტნიორების დახმარების გაგრძელების მიმართულებით.

საქართველო გააგრძელებს მის ხელთ არსებული ინტეგრაციული მექანიზმების სრულად გამოყენებას.

Occupied Territories of Georgia

COVID19

eVISA portal