საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის ბიოგრაფია
მისასალმებელი სიტყვა
საელჩოს სტრუქტურა
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
e-Visa
ინფორმაცია სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტებისთვის
მისამართი და მიღების საათები
მოქალაქეთა მიღების განრიგი
ტეფიკინგთან ბრძოლა
კოვიდ 19-თან დაკავშირებული რეგულაციები
ორმხრივი ურთიერთობები
ორმხრივი ურთიერთობები შვეიცარიის კონფედერაციასთან
ორმხრივი ურთიერთობები ლიხშტენშტაინის სამთავროსთან
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
საგარეო საქმეთა მინისტრმა სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მე-40 სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მე-40 სხდომაში, რომელიც 2022 წლის 20 დეკემბერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
სხდომას მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი ნიკუ პოპესკუ თავმჯდომარეობდა. მასში აგრეთვე მონაწილეობდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ელნურ მამადოვი და სუამის გენერალურ მდივანი ალთაი ეფენდიევი.
მინისტრები მიესალმნენ 2022 წელს მოლდოვას წარმატებულ თავმჯდომარეობას, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა. ხაზგასმით აღინიშნა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე სუამის სამდივნოს გამორჩეული წვლილი ორგანიზაციის უწყვეტი ფუნქციონირებისა და სუამის სამუშაო ჯგუფების შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფის საქმეში. არსებული გამოწვევების ფონზე შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებისა და საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში სუამის წევრი ქვეყნების კოორდინირებული ურთიერთქმედების მნიშვნელობაზე.
არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით ხაზი გაესვა ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა (connectivity) და ენერგეტიკის სფეროების პრიორიტეტულობას და სუამის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მნიშვნელობას.
სხდომის ფარგლებში, დამტკიცდა სუამის სამუშაო ჯგუფების კოორდინატორი ქვეყნები 2023-2024 წლებისათვის. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მიიღეს ოქმი და გადაწყვეტილება 2023 წელს თავმჯდომარეობის უკრაინისთვის გადაცემის თაობაზე.
Tweet
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი