საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის ბიოგრაფია
მისასალმებელი სიტყვა
საელჩოს სტრუქტურა
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
e-Visa
ინფორმაცია სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტებისთვის
მისამართი და მიღების საათები
მოქალაქეთა მიღების განრიგი
ტეფიკინგთან ბრძოლა
კოვიდ 19-თან დაკავშირებული რეგულაციები
ორმხრივი ურთიერთობები
ორმხრივი ურთიერთობები შვეიცარიის კონფედერაციასთან
ორმხრივი ურთიერთობები ლიხშტენშტაინის სამთავროსთან
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით-"ეკონომიკური დიპლომატია-სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობა"
2022 წლის 16 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში, სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, გაიმართა ეკონომიკური დიპლომატიისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი ღონისძიება სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობის თემაზე.
შეხვედრაზე განიხილეს ქართული პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე გაყიდვების გაზრდის შესაძლებლობები და საგარეო უწყების მიერ ქართული ექსპორტის მხარდაჭერის გზები. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი ექსპორტის ხელშეწყობის ასოციაციების, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ბენეფიციარი 30-მდე ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენლები.
სოფლის მეურნეობის საექსპორტო პროდუქციის მწარმოებლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ნამიჩეიშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომლის მონაწილეებმაც განიხილეს ქართული მაღალკონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებები და იმსჯელეს საექსპორტო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიათა წინაშე მდგარ გამოწვევებზე. შეხვედრაზე ასევე შედგა ამ კომპანიების საექსპორტო პროდუქციის პრეზენტაცია.
Tweet
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი