საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი შვეიცარიის საგარეო უწყების ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა

2023 წლის 31 იანვარს შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელთან, ელჩ მირკო ცამბელისთან. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები.

ელჩებმა გაცვალეს მოსაზრებები ევროპის კონტინენტზე მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე, საქართველოსა და შვეიცარიის წინაშე წარმოშობილ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე.

რევაზ ლომინაძემ ისაუბრა საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, ამ მიმართულებით არსებულ პროგრესსა და პერსპექტივებზე. აგრეთვე მან შვეიცარელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ყველა იმ მნიშვნელოვან რეგიონულ თუ საერთაშორისო პროექტზე, რაც ზრდის საქართველოს როლს სატრანზიტო და ენერგოუსაფრთხოების თავლსაზრისით. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და უსაფრთხოების გარემოს.

მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლაზე, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის მჭიდრო და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას.

2023 წლის 1 თებერვალი


Occupied Territories of Georgia

COVID19

eVISA portal