საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლუგანოსა და საქართველოს ქალაქებს შორის პარტნიორული თანამშრომლობა 2023 წლიდან დაიწყება

2022 წლის 19 ოქტომბერს შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე ქ. ლუგანოს ეწვია და ქალაქის მერს მიკელე ფოლეტის შეხვდა. მხარეები შეთანხმდნენ საქართველოს ქალაქებთან თანამშრომლობის გააქტიურებისა და განათლების, ტურიზმის, კულტურისა და ბიზნესის სფეროებში პარტნიორული ურთიერთობების დაწყების შესახებ. ამ მიზნით კონკრეტული აქტივობების განხორციელება 2023 წლიდან დაიწყება.

ლუგანოს მერმა საქართველოს ელჩს გააცნო ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური და კულტურული პროექტები.

მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ევროპული უსაფრთხოების სისტემაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გავლენებსა და უკიდურესად ტურბულენტურ გარემოზე. ისაუბრეს თითოეული ევროპული ქალაქის, მუნიციპალიტეტის მნიშვნელობაზე ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და ხალხთა დაახლოების საქმეში.


Occupied Territories of Georgia

COVID19

eVISA portal