საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თბილისის მერი კახა კალაძე ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის დედაქალაქ ბერნს ეწვევა

11-12 ივლისს თბილისის მერი კახა კალაძე ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ დედაქალაქ ბერნს ეწვევა. კახა კალაძე შეხვედრას გამართავს ბერნის მერთან, ალეკ ფონ გრაფენრიდთან. 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება, რაც ითვალისწინებს  თანამშრომლობას ურბანული განვითარების, ტრანსპორტის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების,  კულტურის, ტურიზმის და სხვა მიმართულებებით.

თბილისის მერი მონაწილეობას მიიღებს შვეიცარიაში საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიის მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებაში.


Occupied Territories of Georgia

COVID19

eVISA portal