საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Ⴑაქართველო პირველად გახდა IOTA-ს პრეზიდენტი ქვეყანა

2022 წლის 29-30 ივნისს ქ.ციურიხში გაიმართა საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის (IOTA) რიგით 26-ე გენერალური ასამბლეა, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ. 

IOTA ევროპის საგადასახადო ადმინისტრაციათა შიდაევროპულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 1996 წელს დაარსდა და აერთიანებს ევროპის რეგიონის 44 ქვეყნის ადმინისტრაციას. აღნიშნული სესია წელიწადში ერთხელ იმართება და მას პრეზიდენტის ადმინისტრაცია მასპინძლობს. ასამბლეის მიზანია - ორგანიზაციის მიერ, საანგარიშო წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შეფასება, ასევე საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ევროპის რეგიონის საგადასახადო ადმინისტრაციების წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების განხილვა. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველომ საკუთარი კანდიდატურა წარუდგინა ასამბლეას საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის პრეზიდენტობის პოსტზე და გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, საქართველო ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი ქვეყანა პირველად გახდა.

აღნიშნულის ნიშნად, შემოსავლების სამსახურის უფროსს ლევან კაკავას ორგანიზაციის დროშა გადაეცა.

ერთი წლის ვადით  ფინანსთა სამინისტოს შემოსავლების სამსახურის IOTA-ს პრეზიდენტად არჩევა საქართველოს მისცემს შესაძლებლობას მკაფიოდ წარმოაჩინოს, როგორც საკუთარი, ასევე რეგიონის სახელმწიფოების საგადასახადო ადმინისტრაციების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტული საკითხები.
საქართველო, როგორც პრეზიდენტი ქვეყანა  2023 წელს თბილისში უმასპინძლებს გენერალურ ასამბლეას და შიდა-ევროპული ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგადასახადო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს. IOTA-ს პრეზიდენტი უფლებამოსიალია:

მოიწვიოს და უხელმძღვანელოს IOTA-ს აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრებს;
აღმასრულებელ საბჭოსთან ერთად განსაზღვროს სხვადასხვა საგადასახადო საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები;
წარმოადგინოს IOTA ოფიციალურ ცერემონიებსა და შეთანხმებების გაფორმებაში;
განახორციელოს სხვა მმართველობითი უფლებამოსილებები, რაც განსაზღვრულია ორგანიზაციის წესდებით.

ასამბლეამ, ასევე აირჩია აღმასრულებელი საბჭოს (EC) წევრები (2022/2023 წლების ვადით) და შიდა აუდიტორები.

2022 წლის 1 ივლისი



Occupied Territories of Georgia

COVID19

eVISA portal