საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის ბიოგრაფია
მისასალმებელი სიტყვა
საელჩოს სტრუქტურა
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
e-Visa
ინფორმაცია სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტებისთვის
მისამართი და მიღების საათები
მოქალაქეთა მიღების განრიგი
ტეფიკინგთან ბრძოლა
კოვიდ 19-თან დაკავშირებული რეგულაციები
ორმხრივი ურთიერთობები
ორმხრივი ურთიერთობები შვეიცარიის კონფედერაციასთან
ორმხრივი ურთიერთობები ლიხშტენშტაინის სამთავროსთან
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
სატელეფონო საუბარი გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების სახელმწიფო მინისტრთან
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ჯეიმს კლევერლისთან.
საუბრისას, მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომი და ის მყიფე გეოპოლიტიკური გარემო, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.
დავით ზალკალიანმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული და თანმიმდევრული პოზიციის მნიშვნელობას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის საპასუხოდ.
გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპირობო მხარდაჭერა. ჯეიმს კლევერლიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო მკაფიოდ იაზრებს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და მზარდი საფრთხეების ფონზე, ქვეყანა მარტო არ არის. ბრიტანულმა მხარემ ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქათველოს, როგორც საიმედო პარტნიორის როლზე, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
მინისტრებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, რაც რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში ინტერვენციის შედეგია. მხარეებმა აღნიშნეს, რომ კრემლის აგრესიული ქმედებები უკრაინასთან მიმართებაში არის სწორედ 2008 წლის ომის გამოძახილი და რუსეთის მიერ გავლენის სფეროებისთვის ბრძოლის მორიგი მანიფესტაცია.
სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი