განთავსების თარიღი: 2010-06-24 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში

 

იმდინარე წლის 15-16 ივნისს შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ნიკა გილაური. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის პეზიდენტთან - დორის ლოიტარდთან და შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალურ კანცლერთან - მიშელინ კალმი-რეისთან. შეხვედრის ძირითად თემას ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები წარმოადგენდა. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შვეიცარიის კონფედერაციასა და საქართველოს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრა შვეიცარიის წამყვან ბიზნესმენებთან. შვეიცარიელი ბიზნეს-სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ჩამოყალიბებული კეთილმეგობრული ურთიერთობები ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

 

 

 

 

ვრცლად...
განთავსების თარიღი: 2009-12-14 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი სამუშაო ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში

2009 წლის 14 დეკემბერს შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი გრიგოლ ვაშაძის პირველი სამუშაო ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მინისტრის შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალურ მრჩეველთან, ქალბატონ მიშელინ კალმი რეისთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები, ამასთან, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხებს. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ყაზბეგი-ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს შექმნილი მდგომარეობა, ენერგო უსაფრთხოების თემატიკა, ასევე განიხილეს შვეიცარიის მიერ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებული საკითხები და მისი პრიორიტეტები მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 18 ნოემბერს შვეიცარიამ შეცვალა სლოვენია და 6 თვის ვადით გახდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა.

ვრცლად...
განთავსების თარიღი: 2009-12-01 განთავსების თარიღი: 2009-11-30 განთავსების თარიღი: 2009-11-26 განთავსების თარიღი: 2009-11-24 განთავსების თარიღი: 2009-11-24 განთავსების თარიღი: 2009-11-03 განთავსების თარიღი: 2009-11-02 განთავსების თარიღი: 2009-11-02 განთავსების თარიღი: 2009-09-25
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ადამიანის უფლებები

Georgia.gov.ge

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ