ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში

ირაკლი ყურაშვილი

დაბადების თარიღი: 1972 წლის 16 იანვარი;

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი;

განათლება:

1995-1996 -  მადრიდის დიპლომატიური სკოლა, ესპანეთი მაგისტრატურა საერთაშორისო ურთიერთობებში;

1989-1994 - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრის დიპლომი წარჩინებით, ისტორიის ფაკულტეტი, სპეციალიზაცია- ევროპის და ამერიკის თანამედროვე ისტორია;

დიპლომატიური სამსახური:

2012 წლის ოქტომბრიდან - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში, ქ. ბერნი;

2009-2012  - ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ქ. მადრიდი;

2009-2010, 2012 - ესპანეთის სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული;

2009 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი;

2006-2007 - ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს კონსული;

2006  - ესპანეთის სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული;

2004-2005 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ორმხრივ ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი;

2001-2004 - ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საელჩოს, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის მრჩეველი, კონსული, ქ. ბრიუსელი;

1995-2000 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მესამე მდივანი, პირველი მდივანი - პირველი ევროპული დეპარტამენტი, ევროპისა და ამერიკის დეპარტამენტი, პოლიტიკური დეპარტამენტი;

მშობლიური ენის გარდა სრულყოფილად ფლობს ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და რუსულ ენებს; საშუალოდ ფლობს კატალონიურ და ნიდერლანდურ ენებს;

დიპლომატიური რანგი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ