ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ძვირფასო სტუმარო,

მაქვს პატივი მოგესალმოთ შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა, საქართველომ 1997 წელს გახსნა საელჩო ქ. ჟენევაში, თუმცა განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ 2012 წლის გაზაფხულზე საქართველოს საელჩო საბოლოოდ დაფუძნდა ქ. ბერნში. ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა წარმოვადგენდე საქართველოს პირველ ელჩს რეზიდენციით შვეიცარიის ფედერალური მთავრობის ადგილსამყოფელ ქალაქ ბერნში, რაც იმედი მაქვს უფრო მეტად ხელს შეუწყობს ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. ვფიქრობ, რომ არსებობს დიდი გამოუყენებელი პოტენციალი თანამშრომლობის ბევრ სფეროში. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ წარმოადგენს საქართველოს მეგობარ ქვეყანას, რომელთანაც ჩემს ქვეყანას აერთიანებს თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებები.

მსურს აღვნიშნო, რომ შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩო ასევე აკრედიტებულია ლიხტენშტაინის სამთავროში. ჩვენს ვებ-გვერდზე შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და საკონსულო საკითხების შესახებ, ასევე ჩვენი საელჩოს საკონტაქტო ინფორმაციას. საელჩოს ვებ-გვერდი მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ ინტერნეტ ბმულებს.

მოგახსენებთ მადლობას ჩვენი ვებ-გვერდის სტუმრობისათვის.

ირაკლი ყურაშვილი

საქართველოს ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ