ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

2017 წლის 4 დეკემბერს გაიმართა შვეიცარიის ფედერალური პრეზიდენტის, დორის ლოიტჰარდის ვიზიტი საქართველოში

2017 წლის 4 დეკემბერს გაიმართა შვეიცარიის ფედერალური პრეზიდენტის, დორის ლოიტჰარდის ვიზიტი საქართველოში

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებიდან 25-ე საიუბილეო წელს განხორციელდა, გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ოფიციალურ შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. საქართველოს მხარემ კმაყოფილება და მადლიერება გამოხატა 25 წლის განმავლობაში შვეიცარიის მხრიდან მზარდი პარტნიორობისა და საჭიროების დროს, ასევე დახმარების მზაობისთვის.

განსაკუთრებულად იქნა ხაზგასმული შვეიცარიის როლი, საქართველოსა და რუსეთს შორის მედიაციის შესრულების პროცესში.

შვეიცარიის ფედერალურმა პრეზიდენტმა ასევე გამართა შეხვედრა საქართველოში მოღვაწე შვეიცარიული ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომელზეც აღინიშნა საქართველოში არსებული ძალიან კარგი ბიზნეს-გარემოს არსებობის შესახებ.

საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები სულ უფრო და უფრო მეტად ექცევა შვეიცარიელი ბიზნესმენების ყურადღების და დაინტერესების ქვეშ. შესაბამისად, EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შესახებ, 2018 წლიდან, რაც პრაქტიკულად ასრულებს ორ ქვეყანას შორის ინტენსიური ეკონომიკური ურთიერთობებისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის არსებობას, მოსალოდნელია როგორც ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის, ასევე საქართველოში შვეიცარიული ინვესტიციების საგრძნობი ზრდა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ