ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

„ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში ეკონომიკური დიპლომატიის კონფერენცია გაიმართა

21.07.2017 თბილისი - წელს პირველად საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების ფარგლებში ეკონომიკური დიპლომატიის  კონფერენცია გაიმართა, რომელიც „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ დაფინანსებულ საწარმოში  - „შპს ჯეოკეპი“ ჩატარდა.„ამბასადორიალი 2017“-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და პრეზენტაციები წარუდგინეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა. კონფერენციას მოდერატორობას უწევდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.კონფერენცია დაეთმო პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ქართული ექსპორტის ხელშეწყობის, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების, მსოფლიოს ბაზრებთან ინტეგრაციის და სხვა საკითხებს. კონფერენციის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს საგადასახადო და საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებზე, ქვეყნის სივრცითი მოწყობის - 4 წლიანი ინფრასტრუქტურულ გეგმაზე, სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროექტებზე, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის საკითხებზე, ენერგეტიკის დარგში მიმდინარე რეფორმებზე - განახლებადი ენერგია და ელექტროენერგიის ექსპორტზე, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და საქართველოს მონაწილეობაზე ენერგორესურსების ტრანზიტში. „ამბასადორიალი 2017“ დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შემაჯამებელი პრეს-კონფერენციით დასრულდება. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ