ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩის მონაწილეობა ფრანკოფონი ელჩების ჯგუფის შეხვედრაში.

2017 წლის 23 ივნისს, შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მიერ შვეიცარიის კონფედერაციაში

საქართველოს საგანგებო და სარულუფლებიანი ელჩი, ირაკლი ყურაშვილი მიწვეულ იქნა შვეიცარიაში აკრედიტებული ფრანკოფონი ელჩების

ჯგუფის (GAF) მორიგ, მეექვსე შეხვედრაზე. იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი ასრულებს ხუთწლიან

საქმიანობას შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩის პოსტზე, შეხვედრაზე მას მიეცა საშუალება დამსწრე საზოგადოებისათვის მიემართა და მადლობა გადაეხადა ჯგუფის წევრებისა და განსაკუთრებით საგარეო უწყების ფრანკოფონიის დირექტორატის უფროსისათვის, ელჩ ან ლუგონ-მულანისათვის.

ელჩმა ან ლუგონ-მულანმა, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის სახელით, ელჩ ირაკლი ყურაშვილს მადლობა გადაუხადა ფრანკოფონი ელჩების ჯგუფში აქტიური ჩართულობისათვის და წარმატებები უსურვა მას შემდგომ საქმიანობაში.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ