ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-შვეიცარიას, საქართველო-ლიხტენშტაინს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთიანი საზეიმო მიღება.

2017 წლის 30 მაისს ქ. ბერნში, სასტუმრო "Bellevue Palace''-ში, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-შვეიცარიას, საქართველო-ლიხტენშტაინს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთიანი საზეიმო მიღება.

ოფიციალურ მიღებას დაესწრნენ შვეიცარიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეები: სენატის ყოფილი თავმჯდომარე, ფილიპო ლომბარდი, შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური პარლამენტის ეროვნული საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, კრისტა მარკვალდერი, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის, ბერნში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ფედერალური მთავრობის, ფედერალური პარლამენტის, კანტონების, ბიზნესისა და სამეცნიერო წრეების, შვეიცარიული პრესისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. მიღებას დაესწრო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა და შვეიცარიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, სენატორმა ფილიპო ლომბარდიმ. გამომსვლელებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები.

მიღების ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის პრეზენტაცია. აღნიშნული მიზნით, შვეიცარიას სტუმრობდნენ ქართული ტურისტული კომპანია Caucasus Journey-Traveler's Club-ის წარმომადგენლები ნათია ხიდაშელი და მაკა თარაშვილი, ასევე ცნობილი ქართველი სომელიე მაგდა სურგულაძე, რომლებმაც ქართული ღვინო წარუდგინეს სტუმრებს. ამავდროულად მიღების დარბაზში გაიმართა ქართული ანბანისა და სვანეთის სურათების გამოფენა. გამოფენილ იქნა XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუჯუნის დასაწყისში მოღვაწე იტალიელი მოგზაურისა და ფოტოგრაფის, ვიტორიო სელას მიერ გადაღებული სვანეთის სურათები. 

მიღებაზე ქართველმა მომღერლებმა: კოტე ყიფიანმა, მიხეილ თავართქილაძემ და ნოდარ ჩიქოვანმა (ანსამბლი "ჩვენი ტრიო’’) შეასრულეს საქართველოს ჰიმნი და ქართული სიმღერები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ