ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სასტუმრო და ტურიზმის ბიზნესის ინსტიტუტს HTMi და საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა

2017 წლის 5 მაისს, საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ილია მარჯანიძემ მონაწილეობა მიიღო ლუცერნის კანტონში, სასტუმრო და ტურიზმის ბიზნესის ინსტიტუტს HTMi და საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერაში.

მემორანდუმს HTMi-ს მხრიდან ხელი მოაწერა მისმა ხელმძღვანელმა იან ლარმურმა, ხოლო საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მხრიდან, რექტორმა, დავით ჩერქეზიშვილმა, რომელიც უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა შვეიცარიის კონფედერაციაში.

აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ქართველი სტუდენტებისთვის HTMi-ში სწავლის და შვეიცარიის კონფედერაციაში სასწავლო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას. მხარეები ასევე განიხილავენ, საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბაზაზე, საქართველოში, სასტუმრო და ტურიზმის ბიზნესის ერთობლივი სასწავლო პროგრამის შექმნას.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ