ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩის ირაკლი ყურაშვილის შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან, დორის ლოითჰარდთან

 2017 წლის 10 მაისს, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი მიწვეულ იქნა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის დორის ლოითჰარდის მიერ ვალეს კანტონში გამართულ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებისათვის გამართულ ტრადიციულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე დასასწრებად, რომელიც გაიმართა #WorldNatureForume -ში.

შვეიცარიაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების გარდა შეხვედრას ესწრებოდნენ შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიდიე ბურკჰალტერი და ვალეს კანტონის მთავრობის ხელმძღვანელები. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტვით მიმართეს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა დორის ლოითჰარდმა, ვალეს კანტონის მთავრობის წარმომადგენელმა მანფრედ ჰოლცერმა და შვეიცარიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დუაიენმა, წმიდა საყდრის ნუნციუსმა მონსინიორ ტომას გულიკსონმა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ