ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

თბილისში საქართველო-შვეიცარიის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგ რაუნდს უმასპინძლეს

7.03.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს შორის ჩატარდა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი. ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, ხოლო შვეიცარიული მხრიდან - შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტინა მარტი ლანგი (Ms. Krystyna Marty Lang).

პოლიტიკურმა კონსულტაციებმა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა თემატური სესიები და სამუშაო სადილი, საკითხთა ფართო სპექტრი მოიცვა. განხილულ იქნა საქართველო-შვეიცარიის ორმხრივი ურთიერთობები და მათი სამომავლო პერსპექტივები. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს სრულდება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებული დინამიზმით გამოირჩევა ქართულ-შვეიცარიული თანამშრომლობა პოლიტიკის, ეკონომიკის, რეგიონთაშორისი კავშირების, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის და მთელ რიგ სხვა სფეროებში. ამასთან, მხარეებმა მიუთითეს ორმხრივ კონტექსტში ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის ახალ შესაძლებლობებზე ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სამთო ტურიზმი, განათლება, მეცნიერება, კულტურა და ა.შ. ხაზი გაესვა, რომ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) 2016 წლის ივნისში ხელმოწერილი შეთანხმება დამატებით პოტენციალს ქმნის ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. ამას გარდა, საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის ასპექტებს.

კონსულტაციების ფარგლებში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკას, კერძოდ, აღნიშნულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილ ვითარებას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მიმდინარეობას, ნდობის აღდგენის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას და ამ კონკრეტული მიმართულებით შვეიცარიასთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს. მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ასევე მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აქტიური მხარდაჭერისთვის. ამასთან, აღინიშნა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში შვეიცარიის მიერ განხორციელებული საშუამავლო ფუნქციის განსაკუთრებული მნიშვნელობა.

კონსულტაციების ფარგლებში, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მონაწილეობას სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სატრანზიტო და ენერგეტიკულ  პროექტებში, რაც ევროპელი პარტნიორების და, მათ შორის, შვეიცარიის ინტერესის საგანს წარმოადგენს. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ