ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან

საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ. შეხვედრა ამბასადორიალი 2016-ის ფარგლებში სამუშაო სესიის ფორმატში გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა  საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს დეტალურად გააცნო ქვეყნის განვითარების გზაზე საქართველოს მთავრობის უახლესი ამოცანები, მან ისაუბრა  მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგზე და ხაზი გაუსვა რეფორმების ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს საელჩოების აქტიურ ჩართულობას.  "მიხარია, რომ საქართველოს ჰყავს ასეთი გამორჩეული დიპლომატიური კორპუსი, ბევრ თქვენგანს პირადად ვიცნობ და ვფიქრობ, დიპლომატიურ კორპუსში ასეთი ადამიანების ყოლა ნებისმიერი ქვეყნისთვის პატივი იქნებოდა", - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა. ელჩებთან შეხვედრაზე მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს  და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების მზაობას არჩევნები მაღალი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. პრემიერის შეფასებით ეს არჩევნები გახლავთ საქართველოს მდგრადი დემოკრატიის  ტესტი "ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში ვიმყოფებით; ეს საპარლამენტო არჩევნები იქცა ჩვენი მდგრადი დემოკრატიის ტესტად და ყველანი მოწოდებული ვართ, ის უმაღლესი სტანდარტებით ჩავატაროთ​"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ელჩებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საერთაშორისო თანამეგობრობაში მიმდინარე პროცესებზე, მიმოიხილა რეგიონში არსებული გარემო და ხაზი გაუსვა არსებულ ვითარებაში საქართველოს დიპლომატიური კორპუსის ეფექტური საქმიანობის მნიშვნელობას.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ