ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ამბასადორიალზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები განიხილეს

ამბასადორიალის მონაწილეებმა სამუშაო სესიის ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე ისმჯელეს.

საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმართეს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა, და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარებას, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით, არაღიარების პოლიტიკასა და ნდობის აღდგენის პროცესებში საერთაშორისო ჩართულობას.

აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ საქართველოზე მიღებულ არაერთ რეზოლუციასა თუ განცხადებას. მათ შორის, განსაკუთრებულად აღინიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის, გაეროს გენერალური ასამბლეისა და ეუთოს საპარლამენტოს ასამბლეის რეზოლუციები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო საზოგადოების გაზრდილ მხარდაჭერას  საქართველოს მიმართ. 

სამუშაო სესიის მიმდინარეობისას ამბასადორიალის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ. აღინიშნა ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის მნიშვნელობა ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საჭიროებების უზრუნველყოფის კუთხით.

საუბარი შეეხო  იმ ნაბიჯებს,  რომელიც  საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პარლამენტმა გადადგა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პროექტებს,  რომელსაც საქართველოს მთავრობა საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ახორციელებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები  მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ასევე ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების უზრუნველსაყოფად.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ