ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ურთიერთობები საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები შვეიცარიის კონფედერაციასთან დამყარდა 1992 წლის 10 ივნისს.

საქართველოს ელჩები შვეიცარიაში:

ამირან კავაძე (14.07.1997 – 10.02.2003);  საელჩოს ადგილმდებარეობა - . ჟენევა

 

ალექსანდრე ჩიკვაიძე (14.01.2003 – 01.07.2005);  საელჩოს ადგილმდებარეობა - . ჟენევა

 

ლევან მიქელაძე (06.01.2006 – 01.12.2007);  საელჩოს ადგილმდებარეობა - . ჟენევა

 

გიორგი გორგილაძე (14.03.2008 - 03.03.2011);  საელჩოს ადგილმდებარეობა - . ჟენევა

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი (04.03.2011 - 15.03.2012);  საელჩოს ადგილმდებარეობა - . ჟენევა

 

ირაკლი ყურაშვილი (21.10.2012-დან დღემდე);  საელჩოს ადგილმდებარეობა - . ბერნი

 

შვეიცარიის ელჩები საქართველოში:

შტეფან შპეკი (2001 –2006);

ლორენცო ამბერგი (2006 – 2010),

გუნტერ ბეხლერი (2010 - 2015),

ლუკას ბეგლინგერი (2015 - დღემდე).

 

თანამშრომლობის სფეროები:

· ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები;

· თანამშრომლობა ტექნიკურ, ფინანსურ და ჰუმანიტარულ სფეროებში.

 

სამართლებრივი ბაზა:

1. შეთანხმება საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია ქ. ბერნში, 1999 წლის 11 მარტს. ძალაშია 2001 წლის 1 იანვრიდან);

2. შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ (ხელმოწერილია ქ. ბერნში 5.07.2001 წელს);

3.ერთობლივი დეკლარაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობისა და მიგრაციის საკითხების თაობაზე (2003 წლის 15 ივლისი);

4.შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობას შორის ტექნიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 2005 წლის 17 იანვარს);

5. შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის ქვეყანაში უნებართვოდ მყოფი პირების რეადმისიის შესახებ (2005 წლის 8 აპრილი; ჰელსინკი).

6. შეთანხმება "საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ", ხელმოწერილია 2010 წლის 15 ივნისს.

7.შეთანხმება შვეიცარიასა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ,

 (ხელმოწერილია 2013 წლის 13 სექტემბერს ნეუშატელში, ძალაში შევიდა 2014 წლის 1 იანვარს).

8.ხელი მოეწერა „საქართველოს და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებას“. 

(2014 წლის 3 ივნისი ქ. თბილისი).

9.ხელი მოეწერა საქართველოს და შვეიცარიის კონფედერაციის  საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის „თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს“.

(2014 წლის 3 ივნისი ქ. თბილისი).

ბმული:

შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ვებ-გვერდი: http://www.eda.admin.ch/eda/en/home.html

მნიშვნელოვანი ვიზიტები:

 

საქართველოდან:

1. 2009 წლის დეკემბერი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ოფიციალური ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში

2. 2010 წლის ივნისი- საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში

3. 2013 წლის იანვარი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

4. 2013 წლის სექტემბერი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ოფიციალური ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში

5. 2014 წლის იანვარი -საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

6. 2014 წლის მარტი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფიას სამუშაო ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში

7. 2014 წლის ივნისი -საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის სამუშაო ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში

8. 2014 წლის ოქტომბერი- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ოფიციალური ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში

9. 2014 წლის დეკემბერი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის ვიზიტი . ბაზელში, ეუთოს მინისტერიალი

10. 2015 წლის იანვარი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის,ირაკლი ღარიბაშვილის, ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილისა ვიზიტი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

11. 2015 წლის მარტი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის სამუშაო ვიზიტი . ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს  მაღალი დონის სეგმენტში მონაწილეობის მიღება

12. 2015 წლის აპრილი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგი გიგიაძის სამუშაო ვიზიტი ბერნში, პოლიტიკური კონსულტაციები

13. 2015 წლის დეკემბერისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას სამუშაო ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში

14. 2016 წლის იანვარი -  საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ვიზიტი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

15. 2016 წლის მარტი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის სამუშაო ვიზიტი . ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს  მაღალი დონის სეგმენტში მონაწილეობის მიღება

16. 2016 წლის აპრილი - საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საქართველოს პარლამენტში შვეიცარიასთან მეგობრობის ჯგუფი: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე,  გიორგი კახიანი და  ფატი ხალვაში) 

17. 2016 წლის 27-28 ივნისი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ბერნში

18. 2017 წლის 18-21 იანვარი -  საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისსაგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას ვიზიტი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

19. 2017 წლის 19 თებერვალი -საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი . სანკტ მორიცში, შვეიცარია

20.  2017 წლის 27-28 თებერვალი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის სამუშაო ვიზიტი . ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს  მაღალი დონის სეგმენტში მონაწილეობის მიღება

21. 2017 წლის 28-29 აგვისტოსაქართველოს ვიცე-პრემიერის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ოფიციალური ვიზიტი

 

 

 

 

შვეიცარიიდან:

1. 2009 წლის იანვარი - შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიშლინ კალმი-რეის ვიზიტი საქართველოში

2. 2011 წლის მაისი - შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიშლინ კალმი-რეის ვიზიტი საქართველოში

3. 2012 წლის დეკემბერი - შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნის ივ როსიეს სამუშაო ვიზიტი საქართველოში

4. 2014 წლის ივნისი - შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელისეუთოს მოქმედი თავმჯდომარის დიდიე ბურკჰალტერის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

5. 2014 წლის ივლისი- შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, სენატორ ფილიპო ლომბარდის სამუშაო ვიზიტი საქართველოში

6. 2015 წლის მაისი- შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, იოჰან შნაიდერ-ამანის სამუშაო ვიზიტი თბილისში

7. 2015 წლის ნოემბერი - შვეიცარიის ფედერალური პარლამენტის წევრის, კატი რიკლინისა და თანმხლები დელეგაციის ვიზიტი (ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) საპარლამენტო კომიტეტის წევრები)

8. 2016 წლის 5-6 სექტემბერი- შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის, კრისტა მარკვალდერის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

9. 2017 წლის 6-7 მარტი, შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კრისტინა მარტი ლანგის ვიზიტი

 

 

...

ურთიერთობები საქართველოსა და ლიხშტენშტაინის სამთავროს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ლიხტენშტაინს შორის დამყარდა 1992 წლის 10 ივნისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ლიხტენშტაინში:

ირაკლი ყურაშვილი - 02.05.2013- დღემდე

ზურაბ ჭიაბერაშვილი -2011 -2012 წ.წ.

გიორგი გორგილაძე - 2008-2011წ.წ.

 

სამართლებრივი ბაზა:

1. 2015 წლის 13 მაისს საქართველოს მთავრობასა და ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობას შორის ხელი მოეწერა შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენციას.

2. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ 2016 წლის თებერვალში წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA - ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვეიცარია) შორის ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე. შეთანხმება გაფორმდა 2016 წლის 27 ივნისს, . ბერნში.

განხორციელებული ვიზიტები:


საქართველოდან:

 

1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტი ლიხტენშტაინის სამთავროში, 2016 წლის 22 ივნისი.

 

ლიხტენშტაინიდან:

 

1. ლიხტენშტაინის სამთავროს ვიცე-პრემიერის, თომას ცვაილჰოფერის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, 2015 წლის 13 მაისი.

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ