ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა

საქსაქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სწორედ ამიტომ 2015 წელს, პირველად საქართველოში, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადააადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნული თანხა გასცა არასამთავრობო ორგანიზაციებზე სარეინტეგრაციო პროგრამების განსახორციელებლად. რეინტეგრაციის პროგრამების ამ მიმართულებით განხორციელება ორ მნიშნელოვან მიზანს ემსახურება: უპირველეს ყოვლისა, ეს არის სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. ამასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეინტეგრაციის პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც პროგრამის გამჭვირვალობას, ასევე რეინტეგრაციის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას.

აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის შემდეგი სერვისების მიწოდება:

·         სოციალური პროექტების დაფინანსება;

·         დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა;

·         პროფესიული სწავლება;

·         ანაზღაურებადი სტაჟირება

·         სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება;

·         იურიდიული დახმარება;

·         საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების დაფინანსება.

აღნიშნული პროგრამის სამიზნე ჯგუფში მოიაზრებიან საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები (საქართველოს მუდმივი ბინადრობის ნებართვით), რომლებიც:

·         საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ ჰუმანიტარული სტატუსით;

·         რეინტეგრაციის პროგრამაში ჩაერთვებიან სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული მიმართულება თავის მხრივ ფარავს ქ. თბილისს, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს. დანარჩენ რეგიონებში ამჟამად მიმდინარეობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეინტეგრაციის პროგრამა. სახელმწიფოს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს იდენტური რეინტეგრაციის დახმარებები ეწევათ.

სახელმწიფო სარეინტგრაციო პროგრამაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებია:

·         ა(ა)იპ მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანება;

·         ა(ა)იპ საზოგადოებრივი დამცველი;

·         ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი";

·         ა(ა)იპ დემოგრაფიული აღორძინების ფონდი;

·         ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები;

·         ა(ა)იპ ვიპიარ ჯგუფი.

 

 

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

ტელ:                 (+995) 32 243 11 00

                          (+995) 32 231 13 37

ელ. ფოსტა:        reintegration@mra.gov.ge

მისამართი:         თამარაშვილის ქ. 15ა, 0177, თბილისი, საქართველო

ვებ-გვერი:          WWW.MRA.GOV.GE

 

 

 

შვეიცარიის კონფედერაციაში მოქმედი საქართველოს მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დაბრუნების პროცესის მხარდამჭერი ორგანიზაცია:

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია  http://www.ch.iom.int/de/iom-bern

მისამართი: Thunstrasse 11, 3005 Bern

ტელეფონი:  031 350 82 11

 

 საინფორმაციო ბროშურა

 

 

http://mra.gov.ge/res/docs/2015090912412784290.pdfართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა"

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ