ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შვეიცარიის კონფედერაციაში არსებობს რამოდენიმე დიასპორა

                    

შვეიცარიაში ქართული დიასპორის თავჯდომარე – გია კავკასიძე. ირმა მგელაძე – სათვისტომოს ვიცე–პრეზიდენტი.

საქართველოს დიაპორის ასოცირებული წევრები (ორგანიზაცია ,,საქართველოს მეგობრების გაერთიანება“, ორგანიზაცია ,,საქართველოს თანადგომა“, ორგანიზაცია ,,საქართველოს მეგობრები“).

        პაატა პატარაია –  ასოციაცია ,,Amici Della Georgia” (საქართველოს  

       მეგობრები)

ასოციაცია დაარსდა 2005 წლის 19 ნოემბერს, კანტონ ტიჩინოში, ქ. ლუგანო და ამჟამად ოცდაათი პიროვნებაა გაწევრიანებული. მისი მიზანია საზოგადოებისთვის საქართველოს გაცნობა და მისი პოპულარიზაცია. 2011 წლიდან დაარსეს უფასო ქართული ენის შემსწავლელი კურსები. ყოველწლიურად მონაწილეობას იღებენ ქ. ლუგანოს მერიის მიერ ჩატარებულ ღონისძიებაში – Trasguardi.

ლელა შმიდ–ქსოვრელაშვილი –  პროექტი ,,ნერგი“

ბერნის კანტონის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი;

ფსიქოთერაპიის განყოფილება.

პროექტის მიზანია – ქართველ ფსიქოლოგთა და ფსიქიატრთა მომზადება (შვეიცარიული გამოცდილების გაზიარება), მეთოდრამის ჯგუფური ფსიქოთერაპიული მეთოდის დაუფლება, ტრამვატიზებულ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპიული დახმარება საქართველოში (ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვები, იძულებით გადაადგილებული ოჯახის ბავშვები). ყოველ ციკლში მოქმედებს 6 ჯგუფი, ბოლო ციკლში დახმარება გაეწია 57 ბავშვს და მოზარდს. 2010 წლიდან მოქმედებს ფსიქოთერაპიული ჯგუფები ქ. თბილისსა და ქ. რუსთავში. სისტემატურად ტარდება პროექტის მხარდამჭერი ღონისძიებები ციურიხსა და ბერნში.

თამარ კორძაძე – შვეიცარიაში მოღვაწე პიანისტი, ასოციაცია ,,Vivace” –ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს მუსიკოსი ქართველი ბავშვებისა და მოზარდების განვითარებას. ეხმარება მათ გრანტების მოპოვებაში, ხელს უწყობს სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობის მიღებაში.

 

საქართველოს მეგობართა გაერთიანება შვეიცარიაში ხელს უწყობს საქართველო–შვეიცარიას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებას. ახდენს შვეიცარიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციას. გაერთიანების წევრებს საქართველოსთან მიმართებაში საერთო ინტერესი აქვთ: ეს ეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა კულტურა, ბუნება, საზოგადოება, ეკლესია, პოლიტიკა, ეკონომიკა და ა. შ. გაერთიანება ეხმარება შვეიცარიაში განათლების მისაღებად ჩასულ ქართველ მოსწავლეებსა და სტუდენტებს., გაერთიანების დახმარებით გამოიცემა პუბლიკაციები ქართული ენისა და კულტურის შესახებ, ასევე პირიქით.

 

 

ია და გიორგი არაბიძეები ქ.ციურიხი

„SWISS GEO HAUS“

E-mail: info@geohaus.ch

ვებ-გვერდი:www.geohaus.ch

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ