საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩთან, ირაკლი ყურაშვილთან გამოსამშვიდობებელი სადილი.

2017 წლის 22 სექტემბერს, შვეიცარიის ფედერალური მთავრობის სახელით, ქ. ბერნში გაიმართა შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩთან, ირაკლი ყურაშვილთან გამოსამშვიდობებელი სადილი.  ღონისძიებას შვეიცარიული მხრიდან ესწრებოდნენ შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის პოლიტიკური დირექტორატის ევროპის, ცენტრალური აზიის, ევროპის საბჭოს, ეუთოს მიმართულების ხელმძღვანელი, ელჩი ნიკოლა ბრიული, შვეიცარიის სახელმწიფო პროტოკოლის უფროსი, ელჩი მაურო რეინა, საგარეო უწყების პოლიტიკური დირექტორატის ადამიანის უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, ელჩი ჰაიდი გრაუ, განათლების სახელმწიფო სამდივნოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, ელჩი მაურო მორუცი და ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოს ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელი, ტონი მორე. საქართველოს ელჩთან ერთად, დასამშვიდობებელ სადილს დაესწრო საელჩოს უფროსი მრჩეველი, ილია მარჯანიძე. შვეიცარიის ფედერალური მთავრობის სახელით, ელჩმა ნიკოლა ბრიულმა საქართველოს ელჩს მიმართა გამოსამშვიდობებელი სიტყვით, სადაც მიმოიხილა 2012-2017 წლებში ელჩის მიერ გაწეული საქმიანობა და დიდი მადლობა გადაუხადა მას.  საქართველოს ელჩს გადაეცა სამახსოვრო საჩუქარი შვეიცარიის ფედერალური მთავრობის სახელით - წიგნი შვეიცარიის შესახებ, რომელსაც საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დიდიე ბურკჰალტერის სამადლობელი წარწერა აქვს გაკეთებული.