საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა

2017 წლის 26 სექტემბერს, ენების ევროპული დღის აღსანიშნავად, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბერნის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობაში გაიხსნა ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა "Georgian Alphabet - Intangible Cultural Heritage of Humanity’’. გამოფენის გახსნას დაესწრნენ შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის, ბერნში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორის წარმომადგენლები. მოწვეულ საზოგადოებას მიესალმნენ შვეიცარიაში საქართველოს ელჩი, ირაკლი ყურაშვილი და ბერნის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გეორგ ვან დრიმი. დამსწრე საზოგადოებამ დააგემოვნა ქართული ღვინო.